აქცია წინსვლაში

11 აგვისტო 2025, 18:03 265 ნახვა

საპროტესტო აქცია წინსვლაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ  9 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა სახლის პირველი სართულები და ეზოები დატბორა, ასევე ადიდებულმა ყოროლისწყალმა კალაპოტი შეიცვალა და მიწის ნაკვეთები ჩახერგა, განადგურდა მწვანე ნარგავები, ასევე სტიქიამ წაიღო საავტომობილო გზაც. 

წინსვლაში მცხოვრებლები დასახლების დატბორვაში საქართველოს საავტომობილო გზებს ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ დეპარტამენტმა ავტობანის მშენებლობისას მდინარეში მცირე ზომის დროებითი ხიდი ააშენა, თუმცა კონსტურუქცია ავტობანის მშენებლობის დასრულების შემდეგ არ დაუშლია.

დროებითი ხიდი საქართველოს საგზაო დეპარტამენტმა მოაწყო, ჩვენ დავუკავშირდით წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ უხლოეს დღეებში ხიდის დემონტაჟი მოხდება, კალაპოტი გასუფთავდება და გაგანიერდება, ასევე წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი