დღეს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

13 აგვისტო 2025, 10:08 126 ნახვა

დღეს, 13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა წესდება, – ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარიალის ხეობაში დაგეგმილია ფერდის გაწმენდის სამუშაოები.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) შპს „ჯავახავტოგზამ“ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები. რის გამოც 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი