ბათუმელ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს, ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ოთარ ქათამაძე მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ანევრიზმის გასკდომის შემდეგ ის უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მდგომარეობის სიმძიმის გამო ექიმებმა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს.
ამჟამად ოთარ ქათამაძე რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ექიმები იმედიან პროგნოზს იძლევიან. სრული გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაცია, რის უზრუნველსაყოფადაც გადამწყვეტია საზოგადოების მხარდაჭერა.
ანგარიშის ნომრები:
მიმღები: ანა დეისაძე
დანიშნულება: ოთიასთვის