საზოგადოების დახმარება სჭირდება ეკა მურვანიძეს. მას გასულ წელს თურქეთში ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია გაუკეთდა.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ეკა 2025 წლის მარტში საქართველოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, ივლისის ბოლოს სისხლის ანალიზში გამოვლინდა გადახრები - საგრძნობლად გაზრდილი ლეიკოციტების გამო, ეჭვი გაჩნდა მწვავე მიელოიდური ლეიკემიის რეციდივზე.
2 აგვისტოს ექიმის სასწრაფო მოთხოვნით ეკა კლინიკაში დაბრუნდა, სადაც ახლა გადის ქიმიოთერაპიას და კვლავ საუბარია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაზე.
პირველი ქიმიოთერაპიების და ტრანსპლანტაციის თანხების დაფარვა სახელმწიფოს და საზოგადოების დახმარებით შეძლეს, ამჯერად დასაფარია 36 900 დოლარი.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ნომერზე.