„მუსიკა ბათუმიდან“ - რადიო ფესტივალი იწყება

15 აგვისტო 2025, 19:58 154 ნახვა

„მუსიკა ბათუმიდან“ - ასე ჰქვია საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის რადიოს“  წინ 16 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო უკვე 24 აგვისტოს ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში გაიმართება. 

მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილი სცენა ყოველ საღამოს 20:30 წუთიდან  საავტორო მუსიკის შემქმნელებს დაეთმობა. 

ფესტივალში, რომლის მიზანია საავტორო მუსიკის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ცნობილი ავტორ-შემსრულებლები, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც აკმაყოფილებენ ფესტივალის მთავარ კრიტერიუმს და ქმნიან საავტორო მუსიკას.

ფესტივალი გაიმართება ღია ცის ქვეშ და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს fm 104.5 პირდაპირი ეთერით.

„მუსიკა ბათუმიდან“ აჭარის კულტურის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში