თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის სტადიონი აშენდება

15 აგვისტო 2025, 20:36 115 ნახვა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში ახალი, უეფას IV კატეგორიის  სტადიონის პროექტირებისა და მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. 

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი იქნება თანამედროვე მრავალფუნქციური არენა, სადაც გაიმართება ფეხბურთისა და რაგბის მატჩები, კონცერტები და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიებები. სტადიონი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას.

"ახალი სტადიონი აშენდება აეროპორტთან,  ლუგარის კვლევითი ცენტრის მიმდებარედ. ქალაქის სხვადასხვა ადგილიდან სტადიონთან სწრაფად  მისასვლელად  დაგეგმილია ახალი სატრანსპორტო კვანძების პროექტირება და მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას.

ახალი სტადიონის მშენებლობა გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას - განვითარდება ტურიზმი, სასტუმროები, კვების ობიექტები და მომსახურების სფერო",-წერს პრემიერი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში