35 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება

16 აგვისტო 2025, 14:55 173 ნახვა

არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი იარლიყები" - 35-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში