თაფლის ფესტივალი

16 აგვისტო 2025, 14:57 224 ნახვა

ბათუმში შავი ზღვის თაფლის ფესტივალი გაიხსნა. თაფლის ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია 40-ზე მეტ მეწარმეს აქვს წარმოდგენილი, მათ შორის არიან მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ასევე, მონაწილეები თურქეთის ქალაქებიდან.

გამოფენა-გაყიდვა, რომლის მიზანიც ქართული თაფლის პოპულარიზაციაა, ორ დღეს გაგრძელდება.

ბულვარის კოლონადასთან, ფესტივალზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს და შეიძინოს ქვეყნის მასშტაბით წარმოებული რამდენიმე სახეობის თაფლი და სხვა პროდუქცია. თაფლის ფესტივალი წელს მერვედ ტარდება. მისი ორგანიზატორი მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში