ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში სამუშაოები მიმდინარეობს. სამი 12 სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილებისთვის გადასაცემი ბინები დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.