ბათუმელი რეჟისორის, დრამატურგისა და მსახიობის, ოთარ ქათამაძისთვის დღეს მუსიკოსები ერთიანდებიან. 20:00 საათზე, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო კონცერტია დაგეგმილი. მონაწილეობენ როგორც ბენდები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები. ადგილზე იქნება შესაწირი ყუთი და ბანერი - ანგარიშის ნომრებით.
ახალგარზდა რეჟისორი დღეს დილით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყავნეს. მის გადასარცენად სოლიდური თანხის მობილიზებაა საჭირო.
რაც შეეხება დიაგნოზს, მას ანევრიზმა გაუსკდა, ექიმებმა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს.
სამწუხაროდ, მდგომარეობა გართულდა და განვითარდა ფილტვების ანთება, ხოლო მოგვიანებით სეფსისური მენინგიტი.