საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, ხოლო 298 ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.
განცხადების თანახმად არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე.
24 408 ვაკანტურ ადგილზე 24 314 საკონკურსო განაცხადი შევიდა, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 განაცხადი - ნათქვამია ინფორმაციაში.