ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა

20 აგვისტო 2025, 10:08 861 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, გვიან ღამით, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდა.

მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

"აღნიშნულის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ გოგებაშვილის, ბაქოს, ჭავჭავაძის #1, წერეთლის #15/17, კაჩინსკების, ნიჟარაძის, ჰელიმიშის, ადლიის ქუჩებზე, აეროპორტის გზატკეცილზე, ფ. ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და ჩიხებში, ბარცხანაში, ფაღავას, მაქაცარიასა და სვიშევსკის ქუჩებზე, ორთაბათუმში, წინსვლის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

წყალმომარაგება 20 აგვისტოს 17:00 საათისთვის აღდგება"-აცხადებენ "ბათუმის წყალში".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში