საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი

20 აგვისტო 2025, 10:19 93 ნახვა

საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი ბათუმში დასრულდა, დასკვნითი ღონისძიება კი კვირას ქედაში გაიმართება. ფრიდონ ხალვაშის სახელობის სკვერში 24 აგვისტოს კონცერტი გაიმართება. ფესტივალის მეოთხე საკონკურსო დღეს მსმენელისა და მაყურებლის წინაშე ჯგუფი „ასეა სულ“ წარსდგა. 

საავტორო მუსიკის კონცერტები ოთხი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს შენობის წინ იმართებოდა და რადიოს პირდაპირ ეთერში გადაიცემა FM 104.5-ზე. ფესტივალის მიზანი საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია და ხელშეწყობაა.

პროექტის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში