ბაკურიანში ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს განათლების მინისტრი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდნენ.
რვადღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა.
საზაფხულო ბანაკში, რომელიც 2022 წლიდან იმართება, ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.