საქართველო საერთაშორისო კინოინდუსტრიის ინტერესის არეალშია. - "გადაიღე საქართველოში" - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანას საქმიანი ვიზიტით ამერიკელი და ბრიტანელი კინოპროდიუსერების დელეგაცია ეწვია.
სტუმრები ეწვივნენ თბილისს, მცხეთასა და ბათუმს. დაათვალიერეს ისტორიული, არქიტექტურული ძეგლები და გადაღებებისთვის საინტერესო ადგილები.
სახელმწიფო პროგრამას სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. მიზანია ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაცია წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალებსა და კინომარკეტებზე.