ახალგაზრდული ბანაკი კურორტ „გოდერძიზე"

23 აგვისტო 2025, 11:26 124 ნახვა

,,პიროვნული განვითარების ბანაკი“ მოეწყო კურორტ გოდერძიზე. საგანმანათლებლო აქტივობაში 12 ადგილობრივი მოზარდი ჩაერთო.

ბანაკში მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში მიიღეს ინფორმაცია პიროვნული განვითარების, ემოციების და შფოთვის მართვის, თვითრეალიზაციისა და თავდაჯერებულობის, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის, მოხალისეობის მნიშვნელობისა და სხვა თემების შესახებ.

მონაწილეებს შუახევის მერი შეხვდა და მათ სერთიფიკატები გადასცა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი