ცხოველთა უფლებადამცველები საპილოტე პროგრამის ხარვეზებზე საუბრობენ

23 აგვისტო 2025, 18:09 247 ნახვა

მიუსაფარი ცხოველების  საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ ცხოველთა დამცველებს, ისინი აჭარაში პროგრამის შეჩერებას ითხოვენ. ცხოველთა დამცველებმა შესაბამისი პეტიცია შეიმუშავეს, რომლითაც სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ. 

აქციაზე შეკრებილების  განმარტებით, ბათუმის უბნებიდან  ქუთაისში ისე გადაჰყავთ  ცხოველები   რომ  არც ლოკაციების მიხედვით ხდება აღრიცხვა და არც შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა არსებობს, შედეგად კი ამ უბნებიდან მიუსაფარი ცხოველები გაქრნენ. 

პროცესი მათი შეფასებით მნიშვნელოვანი დარღვევებით და  გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, ამასთან აქციის მონაწილეების განცხადებით ბათუმში მიუსაფარი ცხოველების უმრავლესობას სამედიცინო მანიპულაციები უკვე ჩატარებული აქვს სხვა მოქმედი პროგრამების  ფარგლებში. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამა გამჭვირვალედ და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი