დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით

24 აგვისტო 2025, 16:30 131 ნახვა

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  ალპურ ზონაში ბალახი იწვის და აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.

 

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.

 

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.

 

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი