„ღამის სერენადები“ გრძელდება 

24 აგვისტო 2025, 17:26 168 ნახვა

საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ გრძელდება. ბათუმური კონცერტების სერიის მეორე მუსიკალური საღამო - “ვივალდის ციებ-ცხელება“ დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე მონაწილეობს ფესტივალის ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები“. მრავალფეროვანია ფესტივალის პროგრამაც.

დასკვნითი საღამო ბათუმში 26 აგვისტოს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება კონცერტი სახელწოდებით “ტანგოს სული“.

პარალელურად მოეწყო გამოფენა. მხატვარმა და ფერმწერმა ელდარ ქავშბაიამ პერსონალური გამოფენა მიუძღვნა და როგორც თავად ამბობს, წლევანდელი საკონცერტო პროგრამის ინსპირაციით შექმნა ფერწერული ტილოები.  

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები“ წელს მეჩვიდმეტედ ტარდება.

ფესტივალის ფარგლებში 6 კონცერტი გაიმართება ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი