ხელოვნური ინტელექტის ბანაკი 

26 აგვისტო 2025, 10:01 136 ნახვა

10 უზბეკმა სტუდენტმა ქართველ თანატოლებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის ბანაკში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა უზბეკეთთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.      

ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ სალექციო პროცესებში, გაეცნენ AI ტექნოლოგიებს, მანქანური სწავლების ალგორითმებს, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და მონაცემთა მეცნიერებას. ამას გარდა, ბანაკის განმავლობაში მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ საკუთარი სტარტაპების შექმნაზე.

პროექტის მიზანი იყო სტუდენტების ჩართულობა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში