ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: არქივი.