ნინოშვილის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლზე სარემონტო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ.
ნინოშვილის ქუჩის 23 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე, აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რომ პროექტით გაუთვალისწინებელი ნაგებობის მიშენება მიმდინარეობს, რაც მათივე მტკიცებით, მოსახლეობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მომიჯნავედ მცხოვრებლები ითხოვენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დროულ და სათანადო ჩართულობას საკთხში და მშენებარე კომპანიისგან პირვანდელი შეთანხმების მიხედვით მოქმედებას.
ჩვენ დავუკავშირდით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, თუმცა უწყებაში კომენტარი დღეს არ გაკეთებულა.