გამოშვიდობება ოთარ ქათამაძესთან

28 აგვისტო 2025, 19:52 400 ნახვა

ქალაქი ოთო ქათამაძეს დაემშვიდობა. უკანასკნელად დაუკრეს ტაში, უკანასკნელად წამოუდგნენ ფეხზე და ცრემლებითა და სიყვარულით გააცილეს ბათუმელი მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი მშობლიური თეატრის სცენიდან.

19 წლის განმავლობაში ოთო ქათამაძემ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე არაერთი როლი მოირგო და სათქმელი მაყურებლის გულებამდე მიიტანა.

დღეს ბევრი ისაუბრეს მის შემოქმედებასა და ადამიანობაზე. ოთო ქათამაძე იყო პირველი, რომელმაც წლების წინ საფუძველი ჩაუყარა ბათუმში ქუჩის თეატრს.

გამოცემული აქვს პიესების კრებული. მისი პიესებით სპექტაკლები იდგმებოდა რუსთაველის, ახმეტელის, ახალციხისა და ჭიათურის თეატრებში. 

დადგა არა ერთი სპექტაკლი, მათ შორის ხუთ სპექტაკლს ახმეტელის თეატრში ახლაც თამაშობენ.

ბათუმში დააფუძნა მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოში პირველი კამერული ფესტივალი იყო. მიღებული აქვს თეატრალური პრემია „დურუჯი“. 

42 წლის ხელოვანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში 24 აგვისტოს გარდაიცავალა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში