გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო

01 სექტემბერი 2025, 19:24 126 ნახვა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას - ამის შესახებ გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ხანგრძლივი ვიზა, რომელიც მან მიიღო, გულისხმობს ევროპაში ხანგრძლივი მუშაობის უფლებას, თუმცა მუშაობაში იგულისხმება პარტიული და საექსპერტო საქმიანობა და არა სამსახურის ძებნა.

„ჩემი სტატუსი ბევრის საჭორაო თემა გახდა, ბევრს აღელვებს და აინტერესებს. არანაირი. მე აქ ვარ, დღეის მონაცემებით, რაც ატეხეს ერთი ამბავი ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით. ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც მაძლევს შესაძლებლობას, ფორმალური პროცედურების სრული დაცვით ხანგრძლივი მოქმედების, მუშაობის ევროპაში. მუშაობაში მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას. მუშაობის მათ შორის პარტიის ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის ექსპერტულ ინტერესებში. ჩვენ საექსპერტო წრეებთან რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს ვამზადებთ, რომელიც სულ მალე ნათელი და ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს თავშესაფარი, გახარიამ აღნიშნა, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური თავშესაფარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში