3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი - გარემო

02 სექტემბერი 2025, 11:03 162 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.

„3 და 4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში