პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული პირების საქმიანობის შესწავლა დაასრულა.
რამდენიმეთვიანი მუშაობა 460 გვერდიანი დოკუმენტით შეჯამდა. ახლა ჯერი საგამოძიებო უწყებების რეაგირებაზეა.
შეგროვებული ინფორმაციები, გამოკითხულთა ისტორიები და მონათხრობები სწორედ პროკურატურას გადაეგზავნება.
კვლევის საგანი რამდენიმე მიმართულება იყო, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-აგვისტოს ომის პერიოდი.