კონკურსი ნარკომანიის პრევენციის ცენტრში

04 სექტემბერი 2025, 10:45 90 ნახვა

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა, სამედიცინო პერსონალის, ექიმი-ნარკოლოგებისა და საპროცედუროს ექთნებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრიორიტეტი იმ პირებს მიენიჭებათ, ვინც ოპიოდური ჩანაცვლების თერაპიის კერძო მიმწოდებლებთან მუშაობდნენ და აქვთ სახელმწიფო ორგანიზაციაში საქმიანობის გაგრძელების სურვილი.

საკონკურსო პირობების თანახმად, ექიმები და ექთნები, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში,  ნარკოლოგად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება,   2025 წლის პირველ აპრილამდე დაგროვებული მინიმუმ 20 უსგ ქულა,  საოფისე პროგრამების ცოდნა,  ხოლო ექთნებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: პროფესიული სამედიცინო განათლება, ექთანად/მედდად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება,  კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

საბუთების მიღება შესაძლებელია - 15 სექტემბრის ჩათვლით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ან ონლაინ, ელექტრონულ ფოსტაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში