თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და მისი შედეგები გააცნო.
მისი თქმით, რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა სისტემური ცვლილებები - ჩამოყალიბდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო და შეიქმნა გაწვევის ელექტრონული პროგრამა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, უკვე განხორციელდა წვევამდელების გაწვევის სამი ეტაპი.