“ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანის საქმე

13 სექტემბერი 2025, 18:18 150 ნახვა

არის თუ არა რაიმე კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერებების საქმესა და ოპოზიციის მიერ თბილისში, 4 ოქტომბერს დაანონსებულ გეგმებს შორის -  მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ფაქტი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების სცენარის ერთ-ერთი ნაწილი იყოს.  უმრავლესობაში ამბობენ, რომ „ჰექსოგენის“ შემოტანით თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოხდებოდა ცეცხლის კერების გაღვივება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ამბობს, რა მიზნით შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით უკრაინიდან საქართველოში. გამოძიების ვერსიით, თითქმის ორ-ნახევარი კილოგრამი „ჰექსოგენი“ თბილისში, ავლაბარში მდებარე სახლში უნდა მიეტანათ. თუმცა სხვა ადგილმდებარეობაზე მიუთითებს ერთ-ერთი ბრალდებული.

დაკავებულებიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ტრანზიტულ რეისებზე მუშაობს. მეორე კი ის ადამიანი, რომელსაც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ტროტილის შემცველი ნივთიერება გადასცეს. სუს-ის მონაცემებით, დაკავებულებს საშიში ნივთიერება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი