დაუსრულებელი მშენებლობის მობინადრეთა აქცია

04 სექტემბერი 2025, 14:50 368 ნახვა

ტბელ აბუსერიძის 57 ნომერში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით,  წლების წინ დაწყებული კორპუსის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა, შესაბამისად საცხოვრებელი სახლი ჩაუბარებელია. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კორპუსი ნაწილობრივ  შპს ,,ოქროს  კოშკმა’’ და ,,მიზანმა’’ ააშენეს, მოქალაქეების თანხები თაღლითურად მიითვისეს.

როგორც მოქალაქეები ყვებიან, 10 წლის წინ ბინის  საფასური სრულად გადაიხადეს, მაგრამ რეესტრში მესაკუთრეებად  რეგისტრირებულია მშენებელი, ისინი კი მხოლოდ მომავლის მესაკუთრეებად არიან გაფორმებულები, ზოგიერთის  ბინა კი ჯერ კიდევ არ აშენებულა.

გარდა ამისა, ტბელ აბუსერიძის 57 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ელექტროენერგია და წყალი სრულად არ მიეწოდებათ. კორპუსში  არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი, შენობაში კი სრული ანტისანიტარიაა.  

ტბელ აბუსერიძის 57 ნომერში მცხოვრებლებმა  აჭარის მთავრობასა და მერიას დახმარების თხოვნით მიმართეს. შპს ოქროს კოშკის ხელმძღვანელი გოგი ვაშალომიძეა, ამ კომპანიის იურისტი კი, რომელიც რამაზ გიორგაძე იყო და მოსახლეობასთან კონტრაქტებს აფორმებდა წლებია იქ აღარ მუშაობას, რაც შეეხება მერიას, ველოდებით საპასუხო ინფორმაციას.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში