საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

05 სექტემბერი 2025, 11:28 136 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო „ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკორექციის ცენტრის“ დირექტორის პოზიციაზე. დაკავებული მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს.

ბრალდებული დაკავებულ იქნა ყალბი რეცეპტის გასაღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი