ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

06 სექტემბერი 2025, 11:56 104 ნახვა

ბსუს და მათემატიკურ მეცნიერებათა ფილდსის კვლევის ინსტიტუტთან მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიოში  აღიარებულ  ერთ-ერთ სამეცნიერო  კვლევით ცენტრს. მემორანდუმის ფარგლებში ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გამოხატულია მზაობა დაიგეგმოს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები: კონფერენციები, ვორქშოფები, ტრენინგები. ასევე, დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობა მათემატიკური სამეცნიერო  კვლევების გაღრმავების თვალსაზრისით. პარალელურად, მემორანდუმი ფორმდება მათემატიკურ მეცნიერებათა ფილდსის კვლევით  ინსტიტუტსა და საქართველოს მათემატიკურ კავშირთან, რაც ხელს შეუწყობს ფილდსის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს მათემატიკურ სკოლასთან თანამშრომლობას, რომელიც მათ შორის მოიცავს ბსუ-ს ჩართულობას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი