გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

06 სექტემბერი 2025, 12:20 168 ნახვა

არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან, 14 წლის პირთან. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 22 ნოემბერს დააკავეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი