თორნიკე რიჟვაძის საქმის ვიდეოკადრებში არ ჩანს როგორ იღებს ის იარაღს - ლალი აფციაური

08 სექტემბერი 2025, 17:11 188 ნახვა

თორნიკე რიჟვაძის საქმის ვიდეოკადრებში არ ჩანს როგორ იღებს ის იარაღს - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა. 

"იარაღის აღების მომენტი არც ერთ კადრში არ ჩანს. უბრალოდ, რომ გამოდის თავისი საძინებელი ოთახიდან, შედის მეორე ოთახში, სადაც ინახებოდა ახვლედიანის [იარაღი]...ფანჩატური არ არის ის. ეს არის ჩვეულებრივი ოთახი. გვერდით არის იქვე და ცალკე კარი შედის, ცალკე კარი აქვს იმ ოთახს, სადაც ბატონი ახვლედიანი შედის, ამიტომ ჩანს მისი გამოსვლა, შესვლა იმ ოთახში, მერე დაბრუნება...ბუნდოვანი კადრებია, ეზოს კადრებია...წუთი წუთზე ემთხვევა, რასაც ახვლედიანი ბრძანებს და რომ მარტო არიან და იქ სხვა არავინ არ არის. ამ კადრებს თქვენც ნახავთ ალბათ, ამის დროც დადგება" - აცხადებს ადვოკატი ლალი აფციაური.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი