„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი"

09 სექტემბერი 2025, 14:18 136 ნახვა

ხულოში „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის“ გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს.  

ფესტივალი წელს პირველად ფუძნდება და მისი ლოკაცია იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო თეატრია. ფესტივალი დისკუსიით გაიხსნება, შემდეგ კი დაგეგმილია სპექტაკლების ჩვენება.

ღონისძიების მიზანია,  მაღალმთიანი თეატრებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პლატფორმის დაარსება, მაღალმთიანი რეგიონისადმი ინტერესის გაძლიერება, საქართველოს მაღალმთიანი თეატრებისა და კულტურის ცენტრებში არსებული სურათის გამოკვეთა და მათი განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალი ხვალ სრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი