აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ,,ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დათა კობალაძეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე და განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ისახავს მიზანად.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე კარიერული განვითარების პერსპექტივებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა",- აღნიშნულია განცხადებაში.