უცხოური მედიის ცნობით, პოლონეთის სამხედრო ძალებმა ღამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს

10 სექტემბერი 2025, 10:11 70 ნახვა

პოლონეთის სამხედრო ძალებმა ოფიციალურად დაასრულეს სამხედრო ოპერაცია. მათ ღამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო ძალებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდეს, თუ უცნობ ობიექტს შენიშნავენ, არ მიუახლოვდნენ და არ შეეხონ.

პოლონეთის სამხედრო ძალებში განმარტეს, რომ ოპერაციაში ნატო-სა და ჰოლანდიის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ. ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს.

პოლონური მედიის ცნობით, რუსულმა დრონმა პოლონეთის ქალაქ ლუბლინში საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაზიანებულია შენობის სახურავი და ავტოსადგომი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს, პოლონეთის საჰაერო სივრცე ობიექტებმა მრავალჯერ დაარღვიეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი