საქართველოს რკინიგზიდან გათავისუფლებული გია ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

10 სექტემბერი 2025, 14:05 154 ნახვა

სამსახურიდან გათავისუფლებული გია ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერი ბოლო დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან “მტრების” გათავისუფლებაზე საუბრობს.

ყრუაშვილის თქმით, კობახიძე სავარაუდოდ ღარიბაშვილისა და გომელაურის კადრებს გულისხმობდა. გია ყრუაშვილის ამბობს, რომ ის პროფესიონალი რკინიგზელია, საქართველოს  რკინიგზაზე მუშაობის 42 წლიანი სტაჟი აქვს მის გათავისუფლების გადაწყვეტილება კი მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც რკინიგზასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ.

ყრუაშვილი აგრეთვე აცხადებს, რომ რკინიგზაზე ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას რისი დამადასტურებელი ფაქტებიც მან უკვე გადასცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც დღემდე მისი თქმით რეაგირება არ მოუხდენია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი