არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

11 სექტემბერი 2025, 10:40 110 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასმულ შეკითხვებს დღეს სასამართლოში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი უპასუხებს.

დღესვე, გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ფროსფერითი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ლაშა არველაძე.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აგვისტოს ბოლოს დააყადაღეს, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ ცალკეული სამოქალაქო სექტორის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი