არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

11 სექტემბერი 2025, 14:19 81 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასმულ შეკითხვებს დღეს სასამართლოში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა უპასუხა.

როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდგომ აღნიშნა, ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მთლიანად იმისთვისაა, რომ შეასრულოს „რუსული რეჟიმის დავალება“.

პროკურორის განმარტებით, გამოძიებას კითხვები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების პერიოდში, ცქიტიშვილის ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

დღესვე, გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ფროსფერითი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ლაშა არველაძე. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აგვისტოს ბოლოს დააყადაღეს, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ ცალკეული სამოქალაქო სექტორის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი