„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის კანდიდატები აკაკი ბერიძე და ნიკოლოზ მეგრელიშვილი არიან

12 სექტემბერი 2025, 10:02 490 ნახვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა. 

დირექტორობის კანდიდატები აკაკი ბერიძე და ნიკოლოზ მეგრელიშვილი არიან.

ტელევიზიის დირექტორი სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც დაკავებული თანამდებობა პირადი განაცხადის საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

  • კონკურსის მოთხოვნების მიხედვით, დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.
  • დირექტორობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ ათი წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

კონკურსანტებს ამ მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები უნდა წარმოედგინათ. ღია კონკურსი კი ორ ტურად ჩატარდება. ზემოთ აღნიშნული საბუთების გარდა, პირველი ტურისთვის კანდიდატებს უნდა წარმოედგინათ განცხადება (საკონტაქტო მონაცემების მითითებით) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სახელზე და შემდეგი დოკუმენტები:

  • CV; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; სამოტივაციო წერილი; ცნობა, რომ არ იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
  • ხელწერილი, რომ კანდიდატი გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე;

დირექტორობის კანდიდატებს დოკუმენტები უნდა წარმოედგინათ შესაბამისად დამოწმებული ასლების სახით საზოგადოებრივ მაუწყებელში შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #31 ან გამოეგზავნათ დოკუმენტების ორიგინალების ასლები ელექტრონული სახით შემდეგ ელ.ფოსტაზე –board@1tv.ge 2025 წლის 13 აგვისტოდან 2025 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის და შერჩევის საფუძველზე, გამოვლინდებიან მეორე ტურში გასული კანდიდატები, რომლებმაც ელ.ფოსტაზე -board@1tv.ge უნდა წარმოადგინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მართვის ხედვა (არაუმეტეს ორი ფურცლისა).

მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. მეორე ტურის გამართვის თარიღი, ასევე, პირველი და მეორე ტურის შედეგები სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადდება დამატებით.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კანდიდატის გამოვლენის მიზნით დაამტკიცა კენჭისყრის ჩატარების წესი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი