ქართული მინერალური წყლის წარმოების 135-ე წელს „ბორჯომის“ ახალი ჩამომსხმელი ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონ დოლარს შეადგენს. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს.
მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდი საწარმოა ჩამომსხმელ სექტორში. ქარხანა აგებულია ენერგო ეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით.
კომპანიის განცხადებით, წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.