ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ბათუმში

17 სექტემბერი 2025, 14:45 220 ნახვა

ორბი ჯგუფის ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის, ორბი კონტინენტალის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შენობის საფუძველში სიმბოლური კაფსულა პრემიერმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ეკონომიკის მინისტრმა და კომპანიის ხელმძღვანელმა ჩაუშვეს. მშენებლობა ბათუმის ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში მიმდინარეობს.

კომპლექსი შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ცათამბჯენისგან — 55 და 37-სართულიანი თაუერებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ერთიანი, მრავალფუნქციური პლატფორმით არიან დაკავშირებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 300 მილიონ აშშ დოლარს. საერთო სამშენებლო ფართობი შეადგენს 160 ათას მ²-ს და მოიცავს 2300 სასტუმრო ნომერსა და ლუქს-კლასის აპარტამენტს. პროექტის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის 200-ნომრიანი სასტუმრო.

პირველი შვიდი სართული დაეთმობა მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, ორი ზედა სართული — პენტჰაუსებს, ხოლო დანარჩენ სართულებზე განთავსდება მაღალი კლასის, სრულად აღჭურვილი აპარტამენტები.

კომპლექსის ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა მოიცავს: გლობალური ქსელების რესტორნებს, რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს კაზინოს, სავაჭრო ცენტრს, სპა-კომპლექსსა და ველნეს-ზონებს, თანამედროვე ივენთ სივრცეებსა და საკონფერენციო დარბაზებს.

მშენებლობის პროცესში დასაქმდება 1500 ადამიანი, ხოლო კომპლექსის ოპერირების დაწყებისთანავე შეიქმნება 2000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი