ენერგეტიკოსის დღე

18 სექტემბერი 2025, 14:28 66 ნახვა

დღეს ენერგეტიკოსის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.  საქართველოს ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, 16 გამორჩეულ ენერგეტიკოსს „საქართველოს ენერგეტიკოსის“ საპატიო ჯილდო საზეიმოდ გადაეცათ.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა და დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. 

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი