გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

19 სექტემბერი 2025, 10:23 101 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან Archäologie in Deutschland-ისა და Frankfurter Allgemeine Zeitung-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მედია ტურის მიზანია საქართველოს კულტურული ტურისტული პოტენციალისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია გერმანიაში.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალსა და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს კულტურული ტურიზმის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი