დღეს ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" იხსნება

22 სექტემბერი 2025, 11:11 169 ნახვა

დღეს ბათუმში ფესტივალი "განდაგანა" იხსნება. სამზადისი ევროპის მოედანზე უკვე მიმდინარეობს. სოფლის ტურიზმის ფესტივალის ფარგლებში საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები.

წელს, პირველად ფესტივალზე სტუმრის სტატუსით წარმოდგენილი იქნება სვანური და მეგრული სამზარეულოებიც. კულინარიული მასტერკლასები ევროპის მოედანზე 14 საათიდან დაიწყება, გამოფენა გაყიდვები და მუსიკალური პროგრამა კი 18 საათიდან.  

წვიმიანი ამინდის გამო ფესტივალი გადაიდო და  20-21 სექტემბრის ნაცვლად დღეს და ხვალ ჩატარდება.

 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში