დილიდან სანაპირო ზოლის ინტენსიური დასუფთავება მიმდინარეობს ბათუმში. პროცესში ჩართულია სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი.
პარალელურად სანაპირო სუფთავდება სპეციალური ტექნიკითაც. ცნობისთვის ორ დღიანმა შტორმმა სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ტოტები , პლასტმასის ბოთლები და სხვა სახის ნარჩენები გამორიყა.
დასუფთავების სამუშაოების შემდეგ სანაპირო ზოლის მონიტორინგი გაგრძელდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე