ციტრუსის სეზონი 

11 დეკემბერი 2025, 14:05 123 ნახვა

ქობულეთში მოქმედმა ქართულ-სლოვაკურმა ციტრუსის, მიმღებ-გადამამუშავებელმა საწარმო "იბერია ორბი"-მ ამ დროისთვის 2500 ტონა ციტრუსი მიიღო. საწარმოს დირექტორის ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე დაახლოებით 8-ათასი ტონა ციტრუსის რეალიზაციას გეგმავენ, რომელიც ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევროპულ ბაზარზე გააქვთ სარეალიზაციოდ.

ფერმერების თქმით საწარმოსთან რიგები არის თუმცა მაინც ახერხებენ ციტრუსის ჩაბარებას. საწარმოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეტაპობრივად მიმდინარეობს მანდარინით დატვირთული მანქანების მიღების პროცესი, რომ პრობლემა არ შექმნას არც საწარმოს და არც ფერმერს. საწარმოში 80-მდე ადგილობრივია  დასაქმებული.

აჭარაში არსებული ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით,  წელს 60 ათას ტონაზე მეტი მოსავალია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს არასტანდარტულ  მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია 0,35 თეთრია, ხუთ თეთრს კი საწარმო იხდის.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი