აჭარის მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა, აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სამუშაოები სპეციალური ტექნიკით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში ხორციელდება.
"გზებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდული არ არის.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
