თურქეთი საქართველოს საზღვარზე ელექტრონულ კონტროლს გაამკაცრებს

09 იანვარი 2018, 00:00 4507 ნახვა

ოფიციალური ანკარა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ელექტრონული სათვალთვალო სისტემის დამონტაჟებას გეგმავს. განცხადება- ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირანის საზღვარზე მშენებარე კედლის ნახვის შემდეგ გააკეთა.

სულეიმან სოილუს თქმით, კედლის მშენებლობა ქვეყანას ტერორისტებისა და უკანონო მიგრანტების შემოდინების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მინისტრის განცხადებით, იმავე მიზნის მისაღწევად უსაფრთხოების კონტროლი თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწვრივ ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი